თიანეთში საახალწლო პროგრამა 13:00 საათიდან დაიწყება
თიანეთში საახალწლო პროგრამა 13:00 საათიდან დაიწყება. ღონისძიება კონცერტით და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება. ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, გამოფენა-გაყიდვა. ტერიტორიაზე ასევე განთავსდება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
