კადეტთა სამხედრო ლიცეუმში საახალწლო ღონისძიება გაიმართა
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც თავდაცვის მინისტრის მოადგილე და თავდაცვის ძალების მეთაური, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრნენ. საახალწლო ღონისძიებაზე კადეტთა შემოქმედებითმა ჯგუფმა სტუმრებს მრავალფეროვანი საახალწლო პროგრამა შესთავაზა. მოზარდებმა მხატვრული, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს.
