მიხეილ სააკაშვილმა აღიარა, რომ აქციებზე ხალხი ჩამოიყვანეს
მიხეილ სააკაშვილმა აღიარა, რომ აქციებზე ხალხი ჩამოიყვანეს. გამოქვეყნებულმა სტატუსმა ოპოზიციაში აჟიოტაჟი გამოიწვია. „შეცდომაა ამდენი ხალხის ჩამოყვანა და გამარჯვების გარეშე უკან გაშვება“, დაწერა სააკაშვილმა, მოგვიანებით კი სტატუსი ჩაასწორეს და პატიმარმა თავი იმართლა, თითქოს სხვა შინაარსის გზავნილი ჰქონდა.
