დონალდ ტრამპი პანამის არხზე კონტროლის დაბრუნებით იმუქრება
დონალდ ტრამპი პანამის არხზე კონტროლის დაბრუნებით იმუქრება. ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა მხარდამჭერებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ პანამის სახელმწიფო არხში გამავალ ამერიკულ გემებს ზედმეტად მაღალ გადასახადებს ახდევინებს. დონალდ ტრამპის განცხადებით, პანამის მხრიდან შეერთებული შტატების ამ სახით ძარცვა დაუყოვნებლივ დასრულდება. პანამის პრეზიდენტმა, საპასუხოდ აღნიშნა, რომ არხი მის ქვეყანას ეკუთვნის და ეს საკითხი არ განიხილება. ამერიკის შეერთებული შტატები პანამის არხს 1999 წლამდე აკონტროლებდა
