დონალდ ტრამპი, ინაუგურაციის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ დეპორტაციას გეგმავს
დონალდ ტრამპი, ინაუგურაციის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ დეპორტაციას გეგმავს. როგორც არჩეულმა პრეზიდენტმა არიზონაში მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, შესაბამის აღმასრულებელ განკარგულებას ხელს პრეზიდენტობის პირველივე დღეს მოაწერს. დონალდ ტრამპის განმარტებით, ეს იმაზე უფრო მასშტაბური დეპორტაცია იქნება, ვიდრე პრეზიდენტ ეიზენჰაუერის დროს იყო
