ვიქტორ ორბანის თქმით, ევროკავშირმა უკრაინის ომი წააგო, თუმცა ამის აღიარება არ სურს
ვიქტორ ორბანის თქმით, ევროკავშირმა უკრაინის ომი წააგო, თუმცა ამის აღიარება არ სურს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მას შემდეგ, რაც უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე სახელმწიფო გახდა, ბრიუსელში სამშვიდობო მოლაპარაკებაზე საუბარი მიუღებელი იყო, თუმცა დღეს ყველა მშვიდობის მიღწევის გზებზე საუბრობს. ორბანს კვლავ იმედი აქვს, რომ ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა უკრაინასა და რუსეთს შორის მართლმადიდებლური შობის დღესასწაულამდეა შესაძლებელი
