აფხაზეთის მთავრობის სხდომაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ 2025 წლის ბიუჯეტზე ისაუბრა
აფხაზეთის მთავრობის სხდომაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ 2025 წლის ბიუჯეტზე ისაუბრა. ლევან მგალობლიშვილის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტი მაქსიმალურად გამჭვირვალე და დევნილთა საჭიროებაზე იქნება ორიენტირებული. დევნილი მოსახლეობის პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით, აფხაზეთის მთავრობის აპარატში ამოქმედდა ცხელი ხაზი - 143, სადაც მოქალაქეები ყველა საჭირო კითხვაზე ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ