სერბეთში ანტისახელისუფლებო აქციები იმართება
სერბეთში ანტისახელისუფლებო აქციები იმართება. აქციის მონაწილეები მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ, პირველ ნოემბერს მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, როდესაც ახალგარემონტებულ სადგურზე ბეტონის ჭერი ჩამოინგრა და 14 ადამიანი დაიღუპა. მთავრობის ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ტრაგედიის მიზეზი სამთავრობო კორუფცია და ნეპოტიზმი გახდა, რის გამოც ნაგებობა უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით არ გაარემონტეს. მმართველი კოალიცია ბრალდებას უარყოფს
