გერმანიის ექვსმა პოლიტიკურმა პარტიამ სამართლიანი არჩევნების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი
გერმანიის ექვსმა პოლიტიკურმა პარტიამ სამართლიანი არჩევნების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში თავს შეიკავებენ შეურაცხყოფისგან, და მიზანმიმართულად არ გაავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულს. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ულტრამემარჯვენე პარტიებთან თანამშრომლობაზე უარის თქმას. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გერმანიაში 23 თებერვალს გაიმართება
