ამერიკის არჩეული პრეზიდენტი პირობას დებს, რომ თეთრ სახლში დაბრუნებისთანავე, პირველივე დღეს ხელს მოაწერს აღმასრულებელ განკარგულებას არასრულწლოვანთა სქესის შეცვლის აკრძალვასთან დაკავშირებით
ამერიკის არჩეული პრეზიდენტი პირობას დებს, რომ თეთრ სახლში დაბრუნებისთანავე, პირველივე დღეს ხელს მოაწერს აღმასრულებელ განკარგულებას არასრულწლოვანთა სქესის შეცვლის აკრძალვასთან დაკავშირებით. დონალდ ტრამპის თქმით, ის ასევე აკრძალავს ქალთა სპორტულ სახეობებში მამაკაცების მონაწილეობას. თეთრი სახლის მომავალი ადმინისტრაციის პოლიტიკა კი იმაზე იქნება აგებული, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი
