თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დამასკოში სირიის ახალ ლიდერს, აბუ მოჰამედ ალ-ჯულანის შეხვდა
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დამასკოში სირიის ახალ ლიდერს, აბუ მოჰამედ ალ-ჯულანის შეხვდა. ალ-ჯულანიმ ჟურნალისტებს აცნობა, რომ რამდენიმე დღეში თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების შექმნის შესახებ გამოაცხადებს. თურქეთის პირველმა დიპლომატმა კი განაცხადა, რომ სირიაში ქურთული შეიარაღებული დაჯგუფებები არ უნდა იყოს და ისინი დაუყოვნებლივ უნდა დაიშალოს. ფიდანმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოიხსნება და ქვეყანას აღდგენისა და განვითარების საშუალება მიეცემა
