საქართველოს რაგბის კავშირის 2024 წლის შემაჯამებელი საერთო კრება
ავჭალის სტადიონის ღონისძიებათა დარბაზში საქართველოს რაგბის კავშირის 2024 წლის შემაჯამებელი საერთო კრება გაიმართა. კავშირის ხელმძღვანელებმა 2024 წელი განიხილეს და მომავალ წელს განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სტრატეგიულ მიმართულებებზე ისაუბრეს.
