მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით რეგიონებში საახალწლო ღონისძიებები მიმდინარეობს
ყაზბეგი, ყვარელი, ხარაგაული სენაკი - მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით რეგიონებში საახალწლო ღონისძიებები მიმდინარეობს. მოწყობილია სპეციალური სივრცეები პატარებისთვის. იმართება გასართობი და შემეცნებითი აქტივობები. ხვალ საახალწლო ღონისძიებები გაგრძელდება ახალქალაქში, შუახევში, ზუგდიდში, ბაღდათში, წყალტუბოსა და დმანისში.
