არჩევნები რუმინეთში
ისტორია რუმინეთში არჩევნების გაუქმების შესახებ იმაზე დიდი ბოროტება გამოდგა, რისი წარმოდგენაც კი შესაძლებელი იყო. ასე ეხმაურებიან სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის გამარჯვებულის, კალინ ჯორჯესკუს TikTok კამპანია რუმინეთის პროევროპულმა ნაციონალურმა ლიბერალურმა პარტიამ დააფინანსა. გამოძიების თანახმად, გადახდა განხორციელდა საკომუნიკაციო სააგენტო „კენსინგ ტონ ქომუნიქეიშენის“ მეშვეობით, რომელიც ლიბერალურმა პარტიამ დაიქირავა. ჯამში სააგენტომ 130 ინფლუენსერს გადაუხადა, რომლებიც რუმინული ჰეშტეგით „წონასწორობა და სერიოზულობა“ აქვეყნებდნენ პოსტებს და კალინ ჯორჯესკუზე საუბრობდნენ. კამპანიამ 2,4 მილიონი ნახვა დააგროვა. სკანდალური ინფორმაცია გამოცემა „სპუნმა“ საგადასახადო სააგენტო „ანაფის“ მონაცემებზე დაყრდნობით გაავრცელა. მანამდე რუმინული დაზვერვა ამტკიცებდა, რომ კამპანია TikTok-ზე რუსების მიერ იყო დაფინანსებული. სწორედ ეს კამპანია გახდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არჩევნების პირველი ტურის გაუქმების მიზეზი.
