უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციის ლიდერს „ბრიუსელიდან მართული“ უწოდა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციის ლიდერს „ბრიუსელიდან მართული“ უწოდა. განცხადება ვიქტორ ორბანმა პრესკონფერენციაზე გააკეთა, რომელზეც ევროკავშირის თავმჯდომარედ უნგრეთის ყოფნის პერიოდი შეაფასა. როგორც უნგრეთის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, ბრიუსელი წლების განმავლობაში ერეოდა უნგრეთის არჩევნებში, თუმცა ქვეყანა დამოუკიდებლობის დათმობას არ აპირებს.
