პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მეხანძრე-მაშველის, გიორგი ლელაშვილის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მეხანძრე-მაშველის, გიორგი ლელაშვილის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს. ირაკლი კობახიძე უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს. გიორგი ლელაშვილი გუშინ, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც გადმოინგრა კედელი, რასაც მეხანძრე-მაშველი ემსხვერპლა.
