პრემიერის განცხადებით, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი მიზანია ამერიკის სტრუქტურების გათავისუფლება „დიფ სთეითისგან“
პრემიერის განცხადებით, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი მიზანია ამერიკის სტრუქტურების გათავისუფლება „დიფ სთეითისგან“. მისი თქმით, ამას თუ გააკეთებს, ეს პირდაპირ დადებითად აისახება საქართველოს ინტერესებზე. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მთავარია რას გააკეთებს დონალდ ტრამპი და არა ის, რას გააკეთებს რომელიმე კონკრეტული სხვა პოლიტიკოსი.
