მმართველი გუნდი ამბობს, რომ თორნტონის მხრიდან მუქარა უადგილოა და მიუღებელი
მმართველი გუნდი ამბობს, რომ თორნტონის მხრიდან მუქარა უადგილოა და მიუღებელი. ასევე მათი შეფასებით, მაკკეინის ინსტიტუტის პროგრამების დირექტორისგან მსგავსი განცხადება გასაკვირი არ არის რადგან რამდენიმე დღის წინ ეს ინსტიტუტი მსხვერპლზეც კი ლაპარაკობდა. ცნობისთვის, NDI-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა და მაკკეინის ინსტიტუტის პროგრამების დირექტორმა ლორა თორნტონმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ქართული ოცნების“ დღეები დათვლილია.