ამბროლაურში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება
საახალწლო ღონისძიებები გაიმართება ამბროლაურში. რუსთაველის ქუჩაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტო გადასაღები სტენდები და ინსტალაციები. საახალწლო პროგრამები სამი საათიდან დაიწყება. აანთებენ ნაძვის ხეს და ღონისძიებები გალაკონცერტით დასრულდება.
