საახალწლო ღონისძიებები ხარაგაულში
ხარაგაულში სოლომონ მეფის ქუჩაზე უკვე მოეწყო ჯიხურები საშობაო ბაზრობისა და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქტებისა თუ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვისთვის. ტერიტორიაზე ასევე მზად არის საბავშვო სივრცეები, თოვლის ბაბუას სახლი და ფოტო გადასაღები სტენდები. დღის განმავლობაში იგეგმება საკარნავალო მსვლელობა და გასართობი წარმოდგენები, ხოლო დღის ბოლოს, ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით, გალაკონცერტი გაიმართება და საზეიმო ვითარებაში აინთება ხარაგაულის მთავარი ნაძვის ხე.
