ალბანეთში TikTok-ს 1 წლით აკრძალავენ
ალბანეთში TikTok-ს 1 წლით აკრძალავენ. მიზეზი გასულ თვეს ქვეყანაში მომხდარი მკვლელობა გახდა, რამაც ბავშვებზე სოციალური მედიის გავლენის შესახებ მწვავე დისკუსია გამოიწვია. საქმე ეხება თანაკლასელის მიერ 14 წლის მოსწავლის მკვლელობას. ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტს წინ უძღოდა მოზარდებს შორის დაპირისპირება სოციალურ მედიაში. TikTok-ზე ასევე გავრცელდა ვიდეოები, სადაც ახალგაზრდები მხარს უჭერდნენ მკვლელობას.
