ისლანდიის ახალმა სამპარტიულმა მთავრობამ თავის წინასაარჩევნო პროგრამაში ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება დააანონსა
ისლანდიის ახალმა სამპარტიულმა მთავრობამ თავის წინასაარჩევნო პროგრამაში ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება დააანონსა. კოალიციურ შეთანხმებაში აღნიშნულია, რომ რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გაგრძელების შესახებ 2027 წლამდე ჩატარდება. სოციალ-დემოკრატები, ლიბერალები და ცენტრისტები, რომლებიც ახალ მთავრობაში გაერთიანდნენ, საზოგადოებას ევროკავშირსა და NATO-სთან მჭიდრო თანამშრომლობას ჰპირდებიან.
