დემოკრატმა სენატორებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მხრიდან ეთიკის პრინციპების არაერთი დარღვევა გამოავლინეს
დემოკრატმა სენატორებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მხრიდან ეთიკის პრინციპების არაერთი დარღვევა გამოავლინეს. ამის შესახებ „ვაშინტონ პოსტი” წერს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამერიკის სენატის იურიდიული კომიტეტის გამოძიებამ, რომელშიც რესპუბლიკელები არ მონაწილეობდნენ, გამოავლინა მოსამართლე კლარენს ტომასის მოგზაურობები თვითმფრინავითა და იახტით, რომლებიც მას არ გაუსაჯაროებია. 20-თვიანი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ტომასმა სასამართლოში მუშაობის სამი ათწლეულის განმავლობაში მილიონობით დოლარის საჩუქრები მიიღო. ამასთან, ზოგიერთ პირს, ვინც ტომასს საჩუქრები გადასცა, შემდეგ საქმეები ჰქონდა სასამართლოში. „ვაშინგტონ პოსტი“ აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში უზენაესი სასამართლოს საზოგადოებრივი მხარდაჭერა რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა მოსამართლეების საკამათო გადაწყვეტილებების, პოლარიზებული დანიშვნის გარშემო დაპირისპირებისა და მედია რეპორტაჟების გამო, რომლებმაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს სასამართლოს ზოგიერთი წევრის ქცევა.
