დონალდ ტრამპს დიდ ბრიტანეთში სპეციალურ წარმომადგენლად ცნობილი პროდიუსერის, მარკ ბერნეტის დანიშვნა სურს
დონალდ ტრამპს დიდ ბრიტანეთში სპეციალურ წარმომადგენლად ცნობილი პროდიუსერის, მარკ ბერნეტის დანიშვნა სურს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს. 64 წლის ბერნეტი ცნობილი ტელეპროექტების პროდიუსერი და „ემის“ პრემიის ათგზის მფლობელია. ცნობილია ისიც, რომ ამერიკის არჩეული პრეზიდენტი გაერთიანებულ სამეფოში ელჩად უორენ სტივენსის კანდიდატურას განიხილავს.