ისრაელში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გრძელდება
ისრაელში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. აქციის მონაწილეები „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი მძევლების გათავისუფლებას მოითხოვენ. ყველაზე მრავალრიცხოვანი აქცია თელ-ავივში, სამთავრობო კომპლექსთან გაიმართა. ისმოდა ნეთანიაჰუს მთავრობის გადადგომისა და ახალი არჩევნების ჩატარების მოწოდებებიც.