უკრაინას ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი სტუმრობდა
უკრაინას ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი სტუმრობდა. ინფორმაციას პრეზიდენტი ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს და შეხვედრის ამსახველ ფოტოსაც აქვეყნებს. ბერნსი თანამდებობას 20 იანვარს ტოვებს. მომავალ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მის შემცვლელად ჯონ რეტ კლიფის დანიშვნა სურს.