ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში
ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ეუთო/ოდირის დასკვნამ დაასრულა ის უსაფუძვლო დისკუსია და ბრალდებები, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა. „ქართული ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ეს არის საბოლოო განაჩენი ოპოზიციისთვის და საბოლოო განაჩენი იმ უაზრო, უსაფუძვლო დისკუსიისთვის, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა. ცნობისთვის, ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნით დადასტურდა, რომ საქართველოში არჩევნები თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა.
