„ლიონმა“ მეოთხე დივიზიონის გუნდ „ფეინი ოუნო უას“ 2:1 მოუგო
საფრანგეთის თასის 32-ედ ფინალში „ლიონმა“ მეოთხე დივიზიონის გუნდ „ფეინი ოუნო უას“ 2:1 მოუგო, გიორგი მიქაუტაძემ კი, გოლი გაიტანა. ქართველი ფორვარდი მოედანზე 67-ე წუთზე შევიდა, ხოლო 88-ე წუთზე იმ დროისთვის ანგარიში 2:0 გახადა. „ლიონი“ მე-16-ედ ფინალში გავიდა.
