ბრაზილიაში მასშტაბური ავტოკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ბრაზილიაში მასშტაბური ავტოკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახებას 38 ადამიანი ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევა სან-პაულუს სიახლოვეს მოხდა. თვითმხილველების ჩვენებით, ავტობუსს საბურავი გაუსკდა, რის გამოც მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა და სატვირთოს შეეჯახა. მიმდინარე წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს ბრაზილიაში 10 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.
