სამხრეთ კორეის პრეზიდენტ იუნ სუკ იოლის მხარდამჭერებმა და მოწინააღმდეგეებმა სეულში აქციები გამართეს
სამხრეთ კორეის პრეზიდენტ იუნ სუკ იოლის მხარდამჭერებმა და მოწინააღმდეგეებმა სეულში აქციები გამართეს. პარლამენტმა იუნს იმპიჩმენტი 15 დეკემბერს გამოუცხადა, თუმცა ის ამ დრომდე თანამდებობაზე რჩება და უარს ამბობს საგამოძიებო უწყებებში ჩვენების მისაცემად მისვლაზე. გამოძიება ეხება იუნ სუკ იოლის მიერ სამ დეკემბერს გამოცხადებულ საომარ მდგომარეობას, რასაც პროკურატურა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად მიიჩნევს. პარლამენტმა ჯერ საომარი მდგომარეობა გააუქმა, შემდეგ კი პრეზიდენტს იმპიჩმენტი მოუწყო.
