უნგრეთის პრემიერ-მინისტრი გერმანიის ქალაქ მაგდებურგში მომხდარ თავდასხმას საიმიგრაციო კრიზისს უკავშირებს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი გერმანიის ქალაქ მაგდებურგში მომხდარ თავდასხმას საიმიგრაციო კრიზისს უკავშირებს. ვიქტორ ორბანის თქმით, ის აშკარა კავშირს ხედავს ევროპაში მომხდარ თავდასხმებსა და მიგრაციას შორის, განსაკუთრებით 2015 წლის მიგრაციული კრიზისის შემდეგ. როგორც უნგრეთის მთავრობის მეთაური ამბობს, მიგრაციიდან მომდინარე საფრთხე მასშტაბური და მუდმივია.
