მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე თავდამსხმელს ბრალდება წაუყენეს
მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე თავდამსხმელს ბრალდება წაუყენეს. 50 წლის მამაკაცს მკვლელობასა და მკვლელობის მიზნით თავდასხმაში ედება ბრალი. ბრალდებული საუდის არაბეთის მოქალაქეა, რომელიც გერმანიაში 18 წელია, იმყოფება. ის ქალაქ ბერნ ბურგში ფსიქიატრად მუშაობდა. აბდულ მოჰსენი საშობაო ბაზრობაზე ხალხის მასაში მანქანით შეიჭრა, რის შედეგადაც 5 ადამიანი, მათ შორის, 1 ბავშვი დაიღუპა. დაშავდა 200-მდე ადამიანი. პოლიციამ თავდამსხმელი ადგილზე დააკავა.
