ჭავჭავაძის გამზირზე ერთ-ერთ შენობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ერთ-ერთ შენობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი შენობის სახურავს გაუჩნდა, შემდეგ კი ხანძარი მესამე სართულზე გავრცელდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფებოდნენ ქართული ოცნების ვაკის დელეგატი ზუკა რურუა და რაიონის გამგებელი. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისათვის უცნობია.
