დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა
საახალწლო სოფელი დედაქალაქში დღეს გაიხსნა და საზეიმო ღონისძიებები 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. წელსაც სამი ლოკაცია უმასპინძლებს სადღესასწაულო ღონისძიებებს. ესენია ორბელიანის, მოედანი, დედაენის ბაღი და იუსტიციის სახლის მიმდებარედ ავტოსადგომი, სადაც გიგანტური ყინულის მოედანი უკვე ხვალიდან მიიღებს სტუმრებს. პროგრამა წელსაც მრავალფეროვანი და მასშტაბურია. იქნება როგორც საბავშვო გასართობი აქტივობები, ისე კულტურული, შემეცნებითი და სპორტული ღონისძიებები
