ეუთო/ოდირმა ამერიკაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც გამოაქვეყნა წინასწარი შედეგები და დასკვნები
ეუთო/ოდირმა ამერიკაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც გამოაქვეყნა წინასწარი შედეგები და დასკვნები. ეუთო/ოდირის დასკვნებში წერია, რომ საარჩევნო კამპანიისას აღინიშნა დეზინფორმაციის და ძალადობის შემთხვევები. ჟურნალისტების დაშინებისა და შევიწროების მზარდი შემთხვევები. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ ზოგიერთ იურისდიქციაში საარჩევნო ადმინისტრატორებს ხშირად არ ჰქონდათ სათანადო უნარები და ინსტრუმენტები, რომლებიც საჭიროა დინამიური ჰიბრიდული საფრთხეების შესამცირებლად. მსგავსი შინაარსის დასკვნა ჰქონდა ეუთო/ოდირს, 2016 წლის არჩევნების დროსაც
