ეუთო/ოდირის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არჩევნები, თავისუფალი და კონკურენტული იყო
ეუთო/ოდირის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არჩევნები, თავისუფალი და კონკურენტული იყო. დასკვნაში აღნიშნულია, რომ კანონმდებლობა მთლიანობაში ქმნიდა ადეკვატურ ჩარჩოს დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. პარტიების რეგისტრაცია სათანადოდ განხორციელდა და არჩევნები ამომრჩეველს ფართო არჩევანს სთავაზობდა. საარჩევნო სუბიექტებს ჰქონდათ კამპანიის თავისუფლად წარმოების საშუალება, არჩევნებისთვის მომზადების პროცესი კარგად იყო ადმინისტრირებული. ეუთო/ოდირის დასკვნაზე საუბრობს საქართველოს პრემიერი. ირაკლი კობახიძე მადლობას უხდის ეუთო/ოდირს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად თავდასხმებისა, სათანადოდ შეფასდა საპარლამენტო არჩევნები
