საახალწლო ღონისძიებები
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი საახალწლო კონცერტისთვის ემზადება. ჰაიოსისა და ქართლოსის პარკში დილიდან მონტაჟდება სცენა, ეწყობა დეკორაციები. ადგილზე მისულ სტუმრებს საშობაო ბაზრობაზე ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის დაგემოვნება და შეძენა შეეძლებათ. პატარებისთვის მრავალფეროვანი და საინტერესო პროგრამები მთელი დღის განმავლობაში გაიმართება