პოლონეთში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის კონცერტი გაიმართა
პოლონეთში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის კონცერტი გაიმართა. მაყურებლის წინაშე ანსამბლი ვრცელი საკონცერტო პროგრამით წარდგა და ქართულ აფხაზური ქორეოგრაფიული, მუსიკალური და სასიმღერო ნომრები წარმოადგინა. ტურნეს ფარგლებში, ქალაქ გდინიაში გამართულ კონცერტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი დაესწრო და ანსამბლ „აფხაზეთის“ სამხატვრო ხელმძღვანელსა და ანსამბლის წევრებს შეხვდა