გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის პროგრამა „სატყეო სკოლა“ 50-მდე ახალგაზრდამ დაასრულა
გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის პროგრამა „სატყეო სკოლა“ 50-მდე ახალგაზრდამ დაასრულა. თეორიულ ნაწილთან ერთად, ახალგაზრდებმა საველე პრაქტიკა გაიარეს, სადაც ტყის ინვენტარიზაციის ტექნიკურ პროცესებს გაეცნენ, შეისწავლეს ის მეთოდოლოგია, რომლის მეშვეობითაც ქვეყნის მასშტაბით ტყის ეროვნული აღრიცხვა ხორციელდება. კურს დამთავრებულ მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცათ
