პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე მადლობას უხდის ეუთო/ოდირს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად თავდასხმებისა, სათანადოდ შეფასდა საპარლამენტო არჩევნები
პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე მადლობას უხდის ეუთო/ოდირს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად თავდასხმებისა, სათანადოდ შეფასდა საპარლამენტო არჩევნები. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დასკვნა, არსებითად იმეორებს წინასწარ დასკვნას, რომელიც თავის დროზე ეუთო/ოდირმა გამოაქვეყნა უშუალოდ არჩევნების შემდეგ. პრემიერმა თქვა, რომ მთავრობა მზად არის როგორც კანონმდებლობის, ასევე პრაქტიკის და ტექნიკური უზრუნველყოფის კუთხით, იმსჯელონ და რეკომენდაციები გაითვალისწინონ
