შეერთებულმა შტატებმა მთავრობის მუშაობის შეჩერება ანუ ე.წ. „შათდაუნი“ თავიდან აიცილა
შეერთებულმა შტატებმა მთავრობის მუშაობის შეჩერება ანუ ე.წ. „შათდაუნი“ თავიდან აიცილა. წარმომადგენელთა პალატამ ფედერალური მთავრობის დაფინანსების გახანგრძლივების შესახებ კანონ პროექტი დაამტკიცა. დოკუმენტს მხარი კონგრესის ქვედა პალატის 366-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 34. შედეგად კანონ პროექტი გაახანგრძლივებს ფედერალური მთავრობის დაფინანსებას მომავალი წლის 14 მარტამდე და გამოყოფს 100 მილიარდ დოლარზე მეტს სტიქიური უბედურებების შედეგების აღმოსაფხვრელად
