ფიცო VS ზელენსკი
სლოვაკეთის პრემიერი, ბუნებრივი აირის გამო, უკრაინას სერიოზული კონფლიქტით ემუქრება. რობერტ ფიცოს თქმით, თუკი პრეზიდენტი ზელენსკი სლოვაკეთში უკრაინის ტერიტორიის გავლით ბუნებრივი აირის ტრანზიტს არ დაუშვებს, ამას კონფლიქტი მოჰყვება. სლოვაკეთის პრემიერის თქმით, ოფიციალურმა კიევმა საკუთარ ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის ბუნებრივი აირის ტრანზიტი გამორიცხა. ფიცოს თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის აქვს აღქმა, რომ გაზის ტრანზიტი აუცილებლად რუსული ბუნებრივი აირის ტრანზიტს ნიშნავს. რუსული გაზის უკრაინის გავლით ევროპის ქვეყნებში მიწოდების შესახებ, ამჟამინდელი ხუთწლიანი შეთანხმება 31 დეკემბერს იწურება.
