შავი ბუღალტერია
“მთავარი არხის” დამფუძნებლებს შორის დაპირისპირება გრძელდება. ზაზა ოქუაშვილი ისევ ეპისტოლარულ ჟანრში მოითხოვს არხის ფინანსური მაქინაციებით დაზიანების შეწყვეტას და როგორც თავადვე ამბობს, ნიკა გვარამიას პროტეჟეს, გიორგი გაბუნიას გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადაყენებას. ოქუაშვილს არც გაბუნიამ და არც გვარამიამ დღეს არ უპასუხეს. პოლიტიკოსების რადიკალურ ნაწილს მიაჩნია, რომ ტელეკომპანიის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი, მიზანმიმართული ქმედებაა, მეორე ნაწილისთვის კი გვარამიას თაღლითობის კიდევ ერთი დადასტურებაა და პარალელებს, რუსთავი ორის საქმესთან ავლებენ.

სიუჟეტის ავტორი: გიორგი აბაზაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები