ეკონომიკური სტაბილურობა
ხელისუფლება ბიზნესგარემოს გამოცოცხლებასა და ბიზნეს პროცესების მაქსიმალურად გააქტიურებას ელის. მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, ის 20-ზე მეტი მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელს შეხვდა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მოკლევადიანი რყევები გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას ეკონომიკაზე ვერ მოახდენს, რადგან საერთო მაკროეკონომიკური გარემო ჯანსაღია და ყველაფერი ძალიან მალე და მარტივად უბრუნდება პირვანდელ მდგომარეობას. ხელისუფლება მუდმივ რეჟიმში ეფექტიანად მართავს პროცესებს - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
