შინაგან საქმეთა მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა. მხარეებმა საგარეო-პოლიტიკურ და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრეს. აღინიშნა სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობა. ვახტანგ გომელაურმა დიპლომატს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩინეთის მტკიცე მხარდაჭერისა და ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, მადლობა გადაუხადა.
