თბილისის მერია ვერის ბაღის რეაბილიტაციას ახორციელებს
თბილისის მერია ვერის ბაღის რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა 2 საბავშვო მოედანი, ასევე ძაღლების სასეირნო სივრცე, გარე განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, შადრევანი, სპორტული მოედანი. შენარჩუნდება არსებული მრავალწლოვანი ხე-ნარგავები. გაჩნდება ახალი გამწვანებული სივრცეც. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2025 წლის შემოდგომაზე დასრულდება.
                        
                    
                    
                    
                    
                