საქართველოს ეროვნული გვარდია 34 წლის იუბილეს აღნიშნავს
საქართველოს ეროვნული გვარდია 34 წლის იუბილეს აღნიშნავს. გვარდიის პირად შემადგენლობასა და ვეტერან გვარდიელებს პროფესიული დღე თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა მიულოცეს. ოფიციალური ცერემონიის დაწყებამდე, მათ დაღუპული გვარდიელების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს. თავდაცვის მინისტრმა გვარდიელებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში ეროვნული გვარდიის როლზე გაამახვილა ყურადღება. ღონისძიება სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიით გაგრძელდა.
