შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ვიცე-პრემიერად დაინიშნა
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ვიცე-პრემიერად დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას პრემიერ მინისტრმა ხელი დღეს მოაწერა. ირაკლი კობახიძის თქმით, ვიცე-პრემიერად ვახტანგ გომელაურის დანიშვნა აქტიურად მანამდეც განიხილებოდა, თუმცა გარკვეულმა გადაწყვეტილებებმა ეს პროცესი დააჩქარა. შესაბამისად, მთავრობის შემადგენლობაში დღეიდან სამი ვიცე-პრემიერი იქნება. პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ასრულებს. ვიცე-პრემიერია თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.
