თბილისის მერია ვერის პარკის რეაბილიტაციას ახორციელებს
თბილისის მერია ვერის პარკის რეაბილიტაციას ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა 2 საბავშვო მოედანი. ასევე მოეწყობა ძაღლების სასეირნო სივრცე, გარე განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, შადრევანი, სპორტული მოედანი. რეაბილიტაციის ფარგლებში, პარკს დაემატება სანიაღვრე სისტემა. პარკში არსებული მრავალწლოვანი ხე-ნარგავები შენარჩუნდება. გაჩნდება ახალი გამწვანებული სივრცე. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2025 წლის შემოდგომაზე დასრულდება.
