მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ვადები გახანგრძლივდა
მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ვადები გახანგრძლივდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. გოგიტა თოდრაძის თქმით, აღწერის ფარგლებში უკვე გამოკითხულია 3 მილიონზე მეტი მოქალაქე. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელის განმარტებით პროცესის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი იყო ის ,რომ მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი სხვადასხვა გარემოების გამო კარს არ უღებდა საქსტატის წარმომადგენელს. მონაცემთა შეგროვების პროცესი შეაფერხა ასევე რამდენიმე რეგიონში მეტეოროლოგიურმა პირობებმაც. სტატისტიკური გამოკვლევა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების 2024 წლის სამოქმედო გეგმითაა გათვალისწინებული.
